მერის და საკრებულოს წევრების კითხვა-პასუხი ხმაურის ფონზე

28 მაი 2018

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, სხდომათა დარბაზში მთავარი თემა იყო ბათუმის მერთან არსებული კითხვები.

ლაშა კომახიძე მოქალაქეების და საკრებულოს ოპოზიციონელი დეპუტატების კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.

“ნაციონალური მოძრაობა” დაინტერესდა მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციით, ასევე ბიუჯეტის დაგეგმვითა და ობიექტების პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხებით.