მომდევნო სამი დღე სანაპირო ზოლში უნალექო იქნება

06 ივნ 2018

მომდევნო სამი დღის განმავლობაში, სანაპირო კურორტებზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მაგრამ არ იწვიმებს. მოსალოდნელია დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა ღამით +18 იქნება, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება. 

სანაპირო ზოლისგან განსხვავებით, დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში, სიცხის ფონზე, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია.