51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

08 ივნ 2018

51-ე სკოლაში მომხდარ მორიგ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტექსტშია აღნიშნული გუშინ მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა და პოლიციაში ზარი შევიდა. საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.