მერაბ მორჩაძეს პატიმრობა შეეფარდა

10 ივნ 2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს. შს სამინისტროში განმარტეს, მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.