საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა მთავრობის ფორმირების შემდეგ დაზუსტდება

15 ივნ 2018

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი. “ქართულ ოცნება”-ში კონსულტაციები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კანდიდატზე მსჯელობა მთავრობის ფორმირების შემდეგ დაიწყება.