მთავრობის შემადგენლობის განხილვის გრაფიკი დღეს ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება

17 ივნ 2018

მთავრობის შემადგენლობის განხილვის გრაფიკი დამტკიცდება დღეს ბიუროს სხდომაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ფორმირების პროცესი, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება. მთავრობის ახალ შემადგენლობას, პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დაასახელებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.