პარლამენტმა  მთავრობას  ნდობა   უნდა  გამოუცხადოს 

19 ივნ 2018

რამდენიმე წუთში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იწყება, სადაც მხოლოდ ერთ საკითხზე - მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.

დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასახელებული მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგება. ის პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. მანამდე კი დეპუტატებმა წინასწარი კომენტარები გააკეთეს.