აჭარაში უქმეებზე პერიოდულად იწვიმებს 

21 ივნ 2018

აჭარაში უქმეებზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 ივნისს ზღვისპირა ქალაქში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით მეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.

მომდევნო დღეების განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა ღამით +20, დღისით კი +29 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება ზღვის წყლის ტემპერატურას, წყალი 24 გრადუსამდე გათბება. 

აჭარის როგორც სანაპირო ზონაში, ასევე მთიან და მაღალმთიან ზონაში პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი.

შაბათ-კვირას საქართვლოს სხვა ქალაქებშიც არასტაბილური ამინდი პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთის ბარსა და დასავლეთის დაბლობში +24, +29 გრადუსი იქნება.