კობახიძე -''კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი''

26 ივნ 2018

''ეს არის ისტორიული მოვლენა''–ასე აფასებს აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.  

ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს დოკუმენტის მნიშვნელობას და  აცხადებს, რომ დოკუმენტში ასახულია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და დადასტურებულია მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით.