თურქეთის საზღვართან ახლოს, გვირაბთან ძლიერი დაკვამლიანებაა

26 ივნ 2018

თურქეთის საზღვართან ახლოს, გვირაბთან ძლიერი დაკვამლიანებაა

თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. ავტომობილებს არცერთი მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

თურქეთში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ იყო აფეთქების ხმა. 

ბათუმში თურქეთის საკონსულოში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, რომ საზღვართან ახლოს ნაგავს წვავენ, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. 

მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ ვიდეო მასალაც მიაწოდა, კადრებში ჩანს რომ ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი დეტალების დაზუსტებას ცდილობს. 

(ვიდეო მოქალაქემ მოგვაწოდა)