მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

26 ივნ 2018

ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს. შედარებით დაბალ ტემპერატურას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები სანაპირო კურორტებზე.

მაგალითად ჩვენს რეგიონში  +32, +34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ მზეზე ყოფნისგან.