მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, დამატებითი მატარებელი დაინიშნა

27 ივნ 2018

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო, საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.

''1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 15 სთ 30 წთ-ზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 17 სთ 10 წთ-ზე გამოვა, ხოლო თბილისში 22 სთ 03 წთ-ზე იქნება.

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 30 წთ-ზე ჩავა. მატარებელი №805 ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 14 სთ 20 წთ-ზე გამოვა, ხოლო თბილისში 19 სთ 22 წთ-ზე იქნება.

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი - ბათუმი 8 სთ 05 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 01 წთ-ზე ჩავა, ხოლო მატარებელი №897 ბათუმი - ქუთაისი, ბათუმიდან 21 სთ 00 წთ-ზე გამოვა და ქუთაისში 23 სთ 55 წთ-ზე იქნება'' - წერია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.