პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასრულდა

28 ივნ 2018

პარლამენტში  საგაზაფხულო სესია პლენალური სხდომით დასრულდა. რეგლამენტის მიხედვით საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება, თუმცა კანონმდებლები 2 ივლისიდან საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გაგრძელებას გეგმავენ.

უკვე ცნობილია საკითხები, რომლებზეც დეპუტატები იმსჯელებენ. მათ შორისაა სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი.