თევზპროდუქტების ფალსიფიცირების ოთხი ფაქტი

03 ივლ 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თევზპროდუქტების  ფალსიფიკაციის ოთხი  ფაქტი გამოავლინა. გამოძიების ინფორმაციით, სხვადასხვა კომპანიის კუთვნილ ოთხ საწარმოში ფალსიფიცირებული თევზპროდუქტების - ე.წ. შებოლილი „მოივას“, „სტავრიდას“ და „სკუმბრიას“  წარმოება ხდებოდა.  

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების შებოლილი თევზი, რომელსაც ამ ეტაპზე, შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.