შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია შტორმი, ბანაობა აკრძალულია

03 ივლ 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს. ყველა სამაშველო კოშკურაზე დღეს წითელი ალამია აღმართული, ზღვაზე შტორმია და ბანაობა აკრძალულია. 

''დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ​ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.  

ბოლო 5 საათის განმავლობაში, საშტორმო ვითარებაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში სანაპირო კურორტებზე გრილი ამინდია მოსალოდნელი და პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი კვლავ უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება.