ლიეტუვაში კერძო უნივერსიტეტებში რუსულ ენაზე სწავლება იკრძალება

04 ივლ 2018

ლიეტუვაში კერძო უნივერსიტეტებში რუსულ ენაზე სწავლება იკრძალება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პრეზიდენტმა დაამტკიცა. სტუდენტების მიღება რუსული ენის გამოყენებით აკრძალული იქნება 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქმე ეხება სწავლებას კერძო ინსტიტუტებსა და კოლეჯებში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის რუსულენოვანი სტუდენტები იძულებული იქნებიან გადაემზადონ. რუსული ენა წარმოადგენს მოსახლეობის 40%-სთვის მშობლიურ ენას და ქვეყანაში უცხო ენის სტატუსი აქვს.