04 ივლ 2018
უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება. 2019 წლიდან რეფორმის თანახმად უნივერსიტეტების ბიუჯეტი, უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზე აღარ იქნება დამოკიდებული.
რეფორმაში ჩართული მხარეები ამბობენ, რომ ეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამიუკიდებლობას გაზრდის. 4 წლის განმავლობაში შენარჩუნდება სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება .