ე.წ. მესაზღვრეებმა არცევთან 30 წლის მამაკაცი დააკავეს

05 ივლ 2018

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტიდან ოკუპირებული სოფელ არცევიდან გაიტაცეს. მამაკაცი კონფლიქტის ზონაში, სოფელ ახრისში ცხოვრობს. ჯერ ჯერობით უცნობია რა გახდა გატაცების მიზეზი.