ესტონელი ჟურნალისტების ტური აჭარაში

09 ივლ 2018

ესტონელი ჟურნალისტების პრესტური აჭარაში. მედიის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობიან. მედიატურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დაესწრნენ დელფინების შოუსაც.

დღეს, ესტონელი ჟურნალისტები გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაათვალიერებენ, შემდეგ მთიან აჭარაში გადაინაცვლებენ,  სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და კულინარიულ მასტერკლასებს გადაიღებენ. ესტონელი მაყურებელი აჭარის შესახებ რეპორტაჟებს ივლისის განმავლობაში ნახავს.