ნატო-ს სამიტი-შეფასებები

12 ივლ 2018

ნატოს სამიტის შეფასებისას მინისტრობის კანდიდატები ხაზს უსვამენ, რომ დასავლური კურსი ქვეყნის განვითარებას ემსახურება და მეზობელი ქვეყნების  წინააღმდეგ არაა მიმართული.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ დავით ზალკალიანის შეფასებით, ნატო-ს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით არსებული ყველა მოლოდინი „არის მიღწეული“ -  ჩანაწერი, რომელიც არის ინტეგრაციულ პროცესთან დაკავშირებით, არის ძალიან მკაფიო.


ზალკანიანის თქმით,  მოლოდინები და ის დაპირება, რაც იყო გაცემული, პირნათლად შესრულებულია და საქართველო აქტიურად გააგრძელებ ამ მიმართულებით საქმიანობას.