პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს

13 ივლ 2018

მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ დღეს დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტს თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი მიმართავს შემდეგ კი უკვე მამუკა ბახტაძეს, კითხვებს დაუსვამენ.

იმისთვის, რომ მთავრობის ახალმა შემადგენლობამ ნდობა მიიღოს, საჭიროა, პარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. გუშინ კი საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს.