მოუწესრიგებელი გზები და წყლის მიწოდების პრობლემა - გონიო-კვარიათის მცხოვრებლებმა მერს პრობლემები გააცნეს

15 ივლ 2018

ქალაქის მერი გონიო-კვარიათის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.  ადგილობრივებმა ლაშა კომახიძეს წყლისა და ინფრასტრუქტურის შესახებ არსებული პრობლემები გააცნეს.

ქალაქის მერი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებლები მოქალაქეებს ყოველ ორშაბათს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს.