მეშახტეების დაღუპვის გამო დღეს რამდენიმე პირი გამოიკითხება

16 ივლ 2018

ტყიბულის შახტში მომხდარ  ტრაგედიას შრომის უსაფრთხოების  ინსპექცია  სწავლობს.  უწყება იკვლევს,  სათანადოდ იყო თუ არა დაცული სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები.

ბექა ფერაძის თქმით, დღემდე შეუძლებელი იყო ავარიის ადგილის  პრაქტიკული დათვალიერება და ისინი დოკუმენტების შესწავლით შემოიფარგლნენ. ინსპექცია დასკვნებს  სამუშაოების დასრულების შემდეგ გააკეთებს. დღეიდან საქმის შესწავლაში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან.