იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

16 ივლ 2018

დღეს დილით იტალიის პრეზიდენტმა თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სერჯო მატარელა სახელმწიფო ვიზიტით თბილისს გუშინ დელეგაციასთან ერთად ეწვია.