საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმი

16 ივლ 2018

საქართველოში იტალიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველო - იტალიის ბიზნესფორუმი იმართება. მასში  23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო წარმოება, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი- ფორუმზე ამ  საკითხებს  განიხილავენ. ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს დაეთმობა.