ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს

19 ივლ 2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან ბრალი წარედგინა. ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ცრუ ჩვენება არ მიუცია და შესაბამისად, ის ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, კი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის დამალვის ნაწილში აღიარებს.