20 ივლ 2018
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე 1974 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
“სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი "სუბოტექსის" 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.