სანაპირო ზოლში, წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა ორ დღეში დაფიქსირდება 

22 ივლ 2018

24 ივლისიდან, საქართველოს დასავლეთ ნაწილსა და შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე ცხელი და მშრალი ჰაერის მასები ინტენსიურად გავრცელდება, რის გამოც 25 ივლისს ტემპერატურა +37, +39 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო ზოლში კი +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება აჭარას - როგორც სანაპირო კურორტებზე (ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი), ასევე მაღალმთიან ზონაში (ქედა, შუახევი, ხულო) ერთნაირად მაღალი ტემპერატურა +33, +35 გრადუსი სიცხე იქნება.

გაფრთხილება! სანაპირო ზოლში, მოსალოდნელი მაღალი ტენიანობის გავლენით 75-85%, სითბოს შეგრძნებითი ინდექსი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე რეალური ტემპერატურა. გაუტოლდება +39, +41 გრადუსს.