საქართველოში ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი მაღალია

24 ივლ 2018

ულტრაიისფერი ინდექსის შკალა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ საერთაშორისო პრინციპებთან თანხვედრაშია.

ა.შ.შ მეტეოროლოგიური ცენტრი, ქვეყნებს სადაც მზის ულტრაიისფერი ინდექსი 8 ნიშნულს აღემატება რეკომენდაციას უგზავნის.

ამ დროისთვის საქართველოში გამოსხივება 9 ნიშნულზეა, რაც მაღალ საშიშროებას გულისხმობს.

სპეციალისტების განმარტებით, როდესაც Uv-ინდექსის მაჩვენებელი 8-დან 10-დეა, ეს ნიშნავს, რომ მზის მავნე ზემოქმედების რისკი მაღალია. არის კანისა და თვალების დაზიანების საშიშროება. აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების შესრულება.

''10- საათიდან 16 საათამდე მზის ზემოქმედება მინიმუმამდე დაიყვანეთ. თუ ქუჩაში გიწევთ ყოფნა, ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაიხურეთ ფართოფარფლიანი ქუდი და აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე. ზღვაზე ყოფნის შემთხვევაში, ყოველ 2 საათში დამცავი საშუალებები გამოიყენეთ''.

დღეს, სანაპირო კურორტებზე (ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი) +34, +36 გრადუსამდე დაცხება, მთიან რაიონებში კი  (ქედა, შუახევი, ხულო) უფრო მაღალი ტემპერატურა, +36, +38 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის გავლენით, სითბოს შეგრძნებითი ინდექსი (heat index) იქნება უფრო მაღალი, ვიდრე რეალური ტემპერატურა და გაუტოლდება +39, +41 გრადუსს.