24 ივლ 2018
უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების ბათუმის N3 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეხვდა. ცოტნე ანანიძე 20 პატიმარს ინდივიდუალურად შეხვდა.
დეპუტატის განცხადებით ისაუბრეს პაემნებისა და შიდა ინფრასტრუქტურის საკითხებზე. ცოტნე ანანიძე ასევე შეხვდა ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ იმედა აბაშიძეს. ცოტნე ანანიძის განცხადებით მიიღებენ ზომებს, რომ აბაშიძეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.