პრემიერი: ''შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში''

25 ივლ 2018

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში, ან ხელს აფარებს პროცესს.

მამუკა ბახტაძის  თქმით, ფინანსთა სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი ინიციატივა, რომელიც ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლებას ეხება.