განახლებული მთავრობის პირველი სხდომა სავარაუდოდ მომდევნო კვირაში ჩატარდება

26 ივლ 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის პირველ სხდომას სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამართავს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა საკითხებზე იმსჯელებენ განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრები.  თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ ეტაპზე სამინისტროებში არსებული სიტუაციების მოკვლევა მიმდინარეობს.