ტერორიზმში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო

26 ივლ 2018

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ექვსივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო.

მოსამართლემ რუსლან შავაძეს და შოაიფ ბორზიევს 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულებს, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

შეგახსენებთ, სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.