NDI პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს

26 ივლ 2018

საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი გიორგი მარგველაშვილს. ამასთან ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უნდა დასახელდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებიც. ეს იმ  რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ გამოწვევებზე, რომლებიც არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.