„ნაციონალური  მოძრაობა“  კორუფციულ  გარიგებაზე საუბრობს 

27 ივლ 2018

„ნაციონალური  მოძრაობა“  აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.  ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ რეგიონის მთავრობამ კომპანია  ,,ალიანს ფრივილიჯ“-ს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ვადების დარღვევა აპატია და არც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმა  გადაახდევინა, რითაც აჭარის რუსპუბლიკურმა ბიუჯეტმა მილიონამდე ლარი იზარალა.  მისივე   მტკიცებით,  რეგიონმა შემოსავლები  კ 2-ი კოეფიციენტის გადასახადის სახითაც დაკარგა, ხოლო  სანაპირო ზოლში, იქ სადაც ,,ალიანს ფრივილიჯ“-ი მშენებლობას აწარმოებს, კა 2-ი კოეფიციენტის გამოყენების შემთხვევაში  საკრებულოს დადგენილება მოსაკრებელს ითვალისწინებს, რაც კომპანიას, მისი თქმით, არ გადაუხდია.  

ნოდარ დუმბაძის გათვლებით,   საუბარია 5 მილიონ ლარზე.  ოპოზიციონერი  დეპუტატი  ეჭვობს, რომ კორუფციულ გარიგებაში  ჩართულები არიან : ყოფილი პრემიერი,გიორგი კვირიკაშვილი,  აჭარის მთავრობის ყოფილი  თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და  ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე.  ბრალდებების საპასუხოდ მერიაში გვითხრეს,რომ „ ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის „დეზინფორმაცია    და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა,“    საკითხზე სატელევიზიო კომენტარი კი არ გააკეთეს.  ჩვენ კომპანიის იურისტსაც დავუკავშირდით. გოჩა გამკია დაგვპირდა, რომ   დეტალებზე საკითხის შესწავლის შემდეგ ისაუბრებს.