ზღვაში საძიებო ოპერაცია ხვალ დილიდან  განახლდება

28 ივლ 2018

უშედეგოდ დასრულდა მდინარე ჭოროხში დაკარგული კაცის სამძებრო სამუშაოების მესამე დღე. მაშველები პატრულირებდნენ, როგორც მდინარეზე ასევე შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაშიც, სამაშველო ოპერაციაში კიდევ 4 მყვინთავი მონაწილეობდა. სამძებრო სამუშაოები ხვალ დილის 7 საათიდან განახლდება.

პარასკევს საღამოს დაახლოებით 6 საათზე სოფელ შარაბიძეების მიმდებარედ მდინარე ჭოროხში 60 წლამდე ასაკის კაცი საბანაოდ შევიდა, რის შემდეგაც წყლის დინებამ ჩაითრია და თანმხლებმა პირებმა მისი გამოყვანა ვეღარ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.