''საქართველო, როგორც საუკეთესო კინოლოკაცია'' - კინო  ფესტივალი  ბეშუმში

29 ივლ 2018

„საქართველო, როგორც საუკეთესო კინოლოკაცია“- ბეშუმმა  კინოფესტივალს უმასპინძლა. კინოს ჩვენება ბეშუმში მიტოვებული კინოთეატრის კედელზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.  დასკვნით დღეს რუმინელი რეჟისორის, ალექსანდრე ბელკის ფილმი „კინო ჩემი სიყვარული“ აჩვენეს.

პროექტ Cine Doc​-ის ფარგლებში ექვსი კინოჩვენება მოეწყო. ფესტივალის  მხარდაჭერი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო იყო. საქართველო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს მერვედ ატარებს. ბეშუმამდე  ფილმები აჩვენეს ბათუმსა და ქედაში. საღამოს ბენდი დოუბლე ვისიონ აფორმებდა.