30 ივლ 2018
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვირიკეში კვლავ კარიერაზე წარმოებულ აფეთქებებს აპროტესტებენ. მოქალაქეები სწორედ ამას უკავშირებენ სახლებზე გაჩენილ ბზარებსა და წყლის დაშრობას. ამასთან ამბობენ რომ დაწეულია წყლის დონე მდინარეზეც, სადაც ამჟამად “კინკიშა-ჰესის” მუშაობაც გაჩერებულია.
პროტესტი ადგილობრივებმა 2 თვის წინაც გამოხატეს, მაშინ წიაღის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ლიცენზიის შესრულების ხარისხიანობას შეისწავლიდნენ. რა დარღვევები აღმოაჩინა სააგენტომ და რას ამბობენ ლიცენზიის მფლობელები?