წყალარინების ცენტრალური კოლექტორების რეაბილიტაცია

31 ივლ 2018

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში ხელი კიდევ ერთ პროექტს მოეწერა, რომელიც ა და ბ წყალარინების ცენტრალური კოლექტორების დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სამუშაოები ოქტომბრიდან დაიწყება  და 2019 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება, პროექტი  კაეფდაბლიუს მიერ 2 მილიონ 800 ათასი ევროთი ფინანსდება.