საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა დასრულდა

02 აგვ 2018

საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ''კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი'' დასრულდა. მონაწილეები 2 კვირის განმავლობაში ისმენდნენ ლექციებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და სამართალწარმოების პროცედურებზე.

პროექტში უმაღლესი სასწავლებლების  იურიდიული ფაკულტეტის 27 სტუდენტი მონაწილეობდა. მათ სერთიფიკატები გადაეცა.