პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს

02 აგვ 2018

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს. გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისმა გადადგომამ სასამართლო სისტემაში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა.