02 აგვ 2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები და საქართველოს მთავარი ყოფილი პროკურორი გამოკითხა. ირაკლი შოთაძე, სწორედ ამ საქმის გამო გადადგა თანამდებობიდან.. შინაგან საქმეთა მინისტრი ხშირად ახსენებდა კანონმდებლებს ფუნქციას, ეკითხებოდა და უწუნებდა გამოსაკითხ სიას.
ოპოზიციის კითხვების ძირითადი ნაწილი პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს ეხებოდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აქცენტს გამოძიების მიმდინარეობისას შესრულებულ სამუშაოებზე აკეთებდნენ. კომისიის წევრებმა თეა წულუკიანს მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს.