ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევის გამო ყოველდღიურად ხუთზე მეტი მოქალაქე ზიანდება

02 აგვ 2018

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბათუმის მერიისგან ითხოვს ახალი რეგულაციის დაწესებას, რომლითაც უწყება შეძლებს ეფექტიანად გააკონტროლოს ბილიკებზე ქვეითებისა და ველოსიპედების, ან ელექტრომობილების გადაადგილება.

მოძრაობის წესების დარღვევის გამო დღეში დაახლოებით 5 მოქალაქე ზიანდება. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ რომ იყო არაერთი მძიმე შემთხვევაც. მოქალაქეები ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევას ითხოვენ.