ბათუმში უცხოელი ტურისტი გაძარცვეს

03 აგვ 2018

ქურდობა ბათუმის ბულვარში. სოციალურ ქსელში მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში  ბულვარში ჩაძინებული პორტუგალიელი ტურისტის ძარცვაზეა საუბარი.

სავარაუდო დამნაშავემ ტურისტს ხელჩანთა, წაართვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. საქმე 177-ე ქურდობის მუხლით  არის აღძრული დაზარალებული გამოკითხულია.