რა სერვისით სარგებლობენ ვიზიტორები მწვანე ტბაზე?

03 აგვ 2018

მაშინ, როცა ქალაქში ჰაერის ტემპერატურა მაღალია, აჭარაში არის ადგილი სადაც ზაფხულის ცხელ დღეებს გრილად გაატარებთ.

საპიკნიკე ადგილები, კარვები და ხის ქოხები, ასევე გასეირნება ტივით და წყლის ველოსიპედით - ეს “მწვანე ტბის” ტერიტორიაა. ადგილს სახელიც წყლის შეფერილობის გამო ეწოდა. “მწვანე ტბის” განაშენიანების გეგმის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.