მუფთი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე პრემიერთან შეხვედრას გეგმავს

04 აგვ 2018

როდის აშენდება მეჩეთი ბათუმში?  ეს სახელმწიფოსთან ერთად გადაწყდება, როგორც მუფთმა ''მთავართან'' აღნიშნა ის საკითხთან დაკავშირებით  პრემიერ მინისტრს შეხვდება.

ბეგლარ ქამაშიძის ინფორმაციით, შეხვედრა იგეგმება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთანაც, თორნიკე რიჟვაძესთან ამ დრომდე საკითხი არ განხილულა.  როდის არის შეხვედრები ჩანიშნული, მუფთის არ დაუკონკრეტებია.