სუს-ის  კონტრტერორისტულმა  ცენტრმა  ერთი  პირი  დააკავა

05 აგვ 2018

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში საქართველოს მოქალაქის მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.