თხილის ნერგები ფერმერებისთვის

14 აპრ 2016

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სოფელ ბუთურაულში მცხოვრებ ფერმერს თხილის ნერგები გადაეცა. რეგიონის მასშტაბით მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურის ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 32 ფერმერს 6 ათასი თხილის ნერგი უკვე დაურიგდა. ქვეპროგრამის ფარგლებში თხილის, კაკლის, ლურჯი მოცვისა და საადრეო მანდარინის ბაღების გაშენება იგეგმება. ნერგები ფერმერებს თანადაფინანსებით გადაეცემათ.