ქობულეთში საცხოვრებელ სახლთან ფერდობი ჩამოიშალა

09 აგვ 2018

სოფელ ქობულეთში ინაიშვილების სახლთან ფერდობი ჩამოიშალა. სახლთან რამდენიმე მეტრში ჩამოწოლილი მიწის მასა, მცირე ზომისაა, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ფერდობს დროულად სჭირდებაქ გამაგრება, შემდგომში პრობლემების თავიდან ასაცილებლად. 

განახლებული:

"დროულად თუ არ ჩატარდება სამუშაოები, მიწა ძალიან რბილია და შემდეგ გაწვიმებაზე შეიძლება ჩამოიშალოს, ეს კი სამ ოჯახს საფრთხეს უქმნის".