პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბათუმში 12 პირი დააკავეს

10 აგვ 2018

პოლიციამ ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები გამოავლინა. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  12 პირი პასუხისგებაში მისცეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.